~_~ April~აპრილი ~_~

Posted: აპრილი 1, 2012 in Uncategorized

დღეს პირველი აპრილია–მოტყუება ადვილია 😀 მაგრამ ამჯერად არავის მოტყუებას არ ვაპირებ =)დადგა აპრილის პირველი დღე და ჩემთვის ჩვეულად თქვენთნ ერთად შევაჯერებ მთელი თვის ნამუშევარს ჯეომოზარდზე 🙂
ძალიან მიხარია უკვე 2200–მნახველს ავცდით :* პოსტში რომელიც სკოლებს მივუძღვენი მის ბოლოში არსებულ გამოკითხვაში გინდათ თუ არა ასეთ სკოლებში სწავლა–36 ადამიანიდან 83%–მა დააფიქსირა რომ უნდოდა თან ძალიან.შემდეგი პოსტი რჩევები ჯანსაღი ცხოვრებისათვის ამ პოსტის გამოკითხვაში კითხვით–ვარჯიშობენ თუ არა გამოკითხული 25 ადამიანიდან სამწუხაროდ 44%–მა დააფიქსირა რომ არა.კვლავ გამოკითხვა თემაზე უნდა მუშაობდეს თუ არა მოზარდი როგორც ჩანს ძალიან სადაო საკითხია გამოკითხული 38 ადამიანიდან 34%–ი ფიქრობს რომ კი და 34&%–;ფიქრობს რომ არა ხოლო დანარჩენი ფიქრობს რომ ზოგჯერ.აი მარტის თვის გამოკითხვების შედეგები.რა თქმა უნდა მხოლოდ ეს პოსტები არ დადებულა მარტის თვეში შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი და კიდევ ერთხელ წაიკითხოთ. ასევე მინდა გითხრათ რომ კონკურსი დასრულებულია ბლოგების შერჩევაზე და პასუხს ვუცდით იმედია გამიმართლებს და თქვენი და ჩემი წყალობით გაიმარჯვებს ეს ბლოგი♥მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა ==)))

♥უბრალოდ უყურეთ თუ ნაყურები არ გაქვთ და მიხვდებით რატომ დავდე…♥♥♥♥♥♥

ჩვენს ქართულ ენაში დამეთამხმებით რომ ყოველდღიურად მკვიდრდება ახალი სიტყვები.ამ სიტყვების ენაში დამკვიდრებას მედია საშუალებებიც უწყობს ხელს ხშირია შემთხვევა, როცა ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა ადამიანებს ზუსტად არ ესმით, მაგრამ მათ აქტიურ გამოყენებას საუბრისას განსაკუთრებით მოზარდები, დაუყოვნებლივ იწყებენ. ხედავენ, მის გარშემო ადამიანები ამ ტერმინებით საუბრობენ, შესაბამისად ისიც “იძულებულია” სხვას მიჰბაძოს.ჟარგონებიც ხომ ასე ვითარდება.ჟარგონი მეტყველების ისეთი ნაირსახეობაა, რომელიც გასაგებია მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრისთვის.ენაში და მართლწერაში მოზარდებს დამეთანხმებით არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვთ ვიყენებთ სიტყვების შემოკლებულ ვერსიებს სალაპარაკოდ ქართული იქნება ეს ინგლისური თუ რუსული.გამარჯობის ნაცვლად ვიძახით “პრივეტს” რატომ? რატომ უნდა თქვას მოზარდმა რუსული სიტყვა “პრივეტ” და არა ქართული გამარჯობა? მაგრამ მთავარი არაა სადაურ ჟარგონს გამოვიყენებთ მთავარი ისაა რომ ამ ყველაფრით სამწუხაროდ ენა “ბინძურდება”ბარბარიზმის მაგალითებია: სტოლი, შკაფი, ოჩერედი, პოლი.ხშირად გაიგებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: “დამამისთქოლებინე”, “წავლეთსგოვდეთ”, “ავსთენდაფდეთ” და ა.შ.ხშირად იყენებებ სიტყვების შემოკლებულ ვერსიებს წერის დროს ეს ერთი მხრივ დროის დაზოგვის საშუალებაა და მეორე მხრივ უდიდეს ზიანს აყენებს იგი ენის სიმყარეს.შემოკლებული ვერსიებით ნაწერს მიჩვეული მოზარდები უკვე სასაუბროდაც იყენებენ ამ სიტყვებს.ბარბარიზმებს რა გამოლევს.მარამ,ფაქტია რომ ენა ნელ–ნელა გადაგვარდება და ბოლოს რა სამწუხარო შედეგამდეც არ უნდა მივიდეთ ამაზე წინასწარ არ ვფიქრობთ.ამიტომ იმედი მაქვს ამიერიდან ერთად შეევეცდებით აღმოვფხვრათ ეს პრობლემა სრულიად თუ არა ნაწილობრივ მაინც თქვენი გამოხმაურების იმედი მაქვს რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად? =) მოდით ერთად ვიმსჯელოთ 🙂

This slideshow requires JavaScript.

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მკითხველო დიდი მადლობა რომ მხარში მიდგახართ და ჩემი პატარა ბლოგიც ნელ–ნელა უფროდა უფრო პიარდება თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს 🙂 დღეს 29.03.2012 ჩავატარე ღონისძიება.სამწუხაროდ რამოდენიმეჯერ აქამდეც ვცადე მაგრამ არ გამოვიდა ტექნიკური ხარვეზების გამო მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არ დავნებდი და ჩავატარე ახალციხეში ორგანიზაცია “ქალთა ცენტრში” ღონისძიება,ჩემ მეგობარ მარიამთან ერთად მოზარდებისათვის. არ ვიცი როგორი გამოვიდა სიცხე მქონდა და რა ვთქვი წესიერად აღარც მახსოვს. მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ მკითხველს და მოზარდს იმისათვის რომ ჩემ ღონისძიებაზე მოვიდნენ და ჩემი ბლოგის ერთგული მკითხველებიც არიან ….=) ღონისძიება ნამდვილად სახალისო და საგანმანათლებლო იყო დამსწრე საზოგადოებისგან შექება და მოწონებაც დავიმსახურეთ და შეთავაზებაც მივიღეთ რომ თუ გადავწვეტდით შეგვეძლო უფრო ფართო აუდიტორიის წინაშეც ჩაგვეტარებინა ეს ღონისძიება.ძალიან მიხარია თითქმის მთელი ინფორმაცია რაც ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი სულ ჩემი ბლოგიდან არის ვისაუბრეთ ისეთ თემებზე როგორიცაა :უნდა მუშაობდეს თუ არა მოზარდი?დამოკიდებულია თუ არა მოზარდის განათლება მასწავლებელზე?რატომ უჭირთ მოზარდებს ადრე გაღვიძება.რა შედეგებს იწვევს ის რომ მოზარდს ხშირ შემთხვევაში სეიძლება ჰყავდეს საეჭვო სამეგობრო.მოზარდების გართობის საშუალებები.გარეგნობის ფაქტორი მოზარდების ცხოვრებაში გარდატეხის ასაკი და ბევრი სხვა რამ თითქმის ყოველი ახალ თემაზე გადასვლისას ვმსჯელობდით როგორც მოზარდები ასევე სტუდენტები და რამოდენიმე უფროსი ადამიანიც გვესწრებოდა.მართალია ამ პოსტებს ჩემს მკითხველებს ვუზიარებდი მაგრამ ხომ ხედავთ ახლა ღონისძიების სახითაც წარმოვადგინე ეს ყველაფერი იმედი მაქვს მომავალ ღონისძიებას უფრო ფართო აუდიტორიაში წარმოვადგენთ თქვენი დიდი აქტიურობის იმედი მაქვს კიდევ და კიდევ დიდი მადლობა……=)))♥

This slideshow requires JavaScript.

გამარჯობათ ჩემო ერთგულო მკითხველნო♥ დღეს მე ჩავატარე გამოკითხვა ახალციხეში ერთ–ერთ ძალიან საინტერესო თემაზე.
“უნდა მუშაობდნენ თუ არა მოზარდები?” გამოვკითხე ჩვეულებრივი ახალციხის მაცხოვრებლები მასწავლებლებით დაწყებული მშობლებით და უფროსებით დამთავრებული.გამოკითხული 20 ადამიანიდან 70% ფიქრობს რომ მოზარდები უნდა მუშაობდნენ =) 20 %–ფიქრობს რომ ხანდახან უნდა მუშაობდნენ.ხოლო 10%ფიქრობს რომ არ უნდა მუშობნენ მოზარდები.რა თქმა უნდა შედეგები პასუხები მაგრამ გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი მაინც იმას ემხრობა რომ მოზარდებმა უნდა იმუშაონ.=) ჩემი აზრითაც ძალიან კარგი იქნება თუ ვიმუშავებთ ჩვენი საკუთარი შემოსავალიც გვექნება და საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის ფასსაც მივხვდებით რა არის.მივესალმები რომ შემეძლოს მუშაობის დაწყება ოღონდ რა თქმა უნდა სამუშაო არ უნდა მიშლიდეს ხელს სწავლის მიღებაში რადგან ჩვენი პირველი მოვალეობა ხომ განათლების სრულფასოვნათ მიღებაა.=) იმედია თქვენც მეთანხმებით და ალბათ გაინტერესებთ რატომ არ ჩავატარე ეს გამოკითხვა თვით მოზარდებში? –პასუხი მარტივია ახალციხელო მოზარდებო თქვენთვის ვაპირებ 24 მარტს 3 საათზე ღონისძიების ჩატარებას USAID–ის ოფისში.იმედია მობრძანდებით ნამდვილად კარგი ღონისძიება იქნება აქტივობებით და თქვენი ჩართულობებით(სამწუხაროა რომ მარტო ახალციხხეში ტარდება ეს) იმედი მაქვს მომავალში მექნება საშუალება უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე წარვსდგე და გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები.იმედია მობრძანდებით მომავალ შეხვედრამე =)

გამარჯობა ჩემო ძვირფასო მკითხველო….=) პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის რომ ჩემ გვერდით ხართ და მეხმარებით ყველაფერში.დღევანდელი პოსტის დაწერაშიც ხომ თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით.ამიტომ ეს პოსტი მინდა გითხრათ რომ თქვენ გეძღვნებათ.♥ალბათ გახსოვთ წინა პოსტში ვისაუბრეთ უშუალოდ გმირობებზე მოზარდების ასაკში და თქვენგანაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს.ამიტომ დღეს თქვენს წინაშეა თქვენი გმირობები.♥იმედი მაქვს დღევალნდელი პოსტის წაკითხვის შემდეგ უფროსებსაც შეეცვლებათ ჩვენზე აზრი და აღარ იტყვიან ამ ბანალურ და “ყელში ამოსულ” ფრაზას რა თაობა მოდისო! 😀 დიხახაც რა თაობა მოდის ძალან მაგარი თაობა♥ეს ნინოა 13 წლის მან პატარა ლეკვი გადაარჩინა სიკვდილს=)♥

ეს მარიამია–♥– 14 წლის იგი ყოველდღიურად ეხმარება თავის მეგობარს რომ ბიჭებმა საბოლოოდ არ დააპუტონ თმები. ==) 😀
ეს ნატაა–♥–13 წლის მან დაინახა ბავშვი როგორ იხრჩობოდა და მის დასახმარებლად ხალხს დაუძახა.=)
ეს ეკუნაა 10 წლის–იგი ეხმარება ხოლმე ცხოველებს და ერთხელ პატარა ლეკვის გადარჩენას ცდილობდა რომელსაც მანქანამ გადაუარა მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ მოხერხდა მისი გადარჩენა♥ჩვენ გვყავს აგრეთვე ისეთი გმირებიც რომელთა სურათებიც ვერ ვნახე სამწუხაროდ 😦 მაგრამ არაუშავს ეს არ წყვეტს ყვეალფერს. აიშა რომელმაც კლასი გადაარჩინა ძალიან მკაცრ დასჯას.ასევე მარიამ ლიკოქელი რომელიც მეგობრებს ეხმარება ხშირად და ცდილობს არ მიიღონ მათ ცუდი ნიშნები.და აიი ბავშვებო დადგა ჩვენს პოსტზე “სუპერ–ბუმ” გმირობების დრო ( :D:D:D:D:D:D ) ეს სალომეა 15 წლის–♥–მან ზედიზედ 5 ჭიქა არაყი დალია 1 წუთში :D:D:D:D. და საბოლოო გმირობა მისი ჩამდენი თავს “ლეგენდად” წარმოგვიდგენს:D მან ერთი ბუზი გადაარჩინა სიკვდილს. რომლის “მარილზე გაყვანასაც” მისი მეგობარი ცდილობდა.:D:D:D:D:D:D:D:D დიდი მადლობა ყურადღებისათვის და აქტიურობისათვის.იმედია მოგეწონათ =) მომავალ შეხვედრამდე აქტიურობებით და სიურპრიზებით დაგიბრუნდებით =)

გამარჯობათ ჩემო ერთგულო მკითხველნო=) დღეს მე მინდა გესაუბროთ მოზარდებზე და მათ გმირობებზე.დიდი ხანია ვფიქრობ ამ საკითხზე და გადავწყვიტე შემდეგი პოსტი ამაზე დამეწერა.მეგობრებთან ერთადაც ხშირად განმიხილავს ეს საკითხი.ამიტომ ახლა მინდა თქვენთან ერთადაც განვიხილო ყოველივე ეს.სამწუხაროდ დღევანდელი “თაობა” სიტყვა გმირობას სხვა გაგებითაც ხშირად იღებს.აი მაგალითად კაი ბიჭების სამეგობრო წრეში გმირობად ვინმეს დაცინვა ან მისი დაკომპლექსება ან თუნდაც ჩხუბი ითვლება გააჩნია როგორ იჩხუებ რაც უფრო მეტ ადამიანზე მოახდენე ზემოქმედებას მით უფრო ამაღლდები “კაი ბიჭების” თვალში.ასევეა გოგონებთანაც :რაც უფრო კარგი რამ გაცვია,როგორი შეყვარებული გყავს ან ასშ ბევრია იმის მაგალითი რასაც არასწორედ იგებენ და გმირობად თვლიან.ამიტომ აუცილებელია ბავშვს მცირე ასაკიდანვე დაეხმაროს უფროსი ამ სიტყვის და მნიშვნელობის სწორად გაგებაში.=)შეიძლება ბავშვმა ერთ დღეს რომელიმე მულტფილმის გმირს მიბაძოსჩვენ ვიცით რომ ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეებიმშობელმა იმისათვის რომ თავი დაიზღვიოს რომ ბავშვმა გმირების უარყოფითი თვისებები არ აითვისონ და ამ ყველაფ=ერზე ფიქრი მოაშლევინონ მე ვფიქრობ და ალბათ თქვენც დამეთანხმებით რომ გამოსავალი არაა..=)) მშობელმაც უნდა შეძლოს და აუხსნას ბავშვს მისთვის არსებულ გმირის საქციელი.მისი დადებითი და აურყოფითი მხარეებიც და დაეხმაროს რომ ის რაც მაშში კარგია ბავშვმა მხოლოდ ის აითვისოს.მეც მოზარდი ვარ და ვფიქრობ რომ ყველას გვაქვს იმის საშუალება რაიმე კარგი საგმირო საქციელი ჩავიდინოთ.=) შეიძლება ამ საქცელის გამო ქვეყანამ და მსოპლიომ არ გვაღიაროს მაგრამ ვიღაცა მაინც დაინახავს მას.ახლა მინდა გიამბოთ ჩემზე ერთი ამბავი და დიდი იმადეი მაქვს რომ თავის ქებაში არ ჩამომართმევთ 🙂 ერთხელ ჩვენმა კლასელმა ბიჭებმა კარგ თოვლიან ამინდში გადაწყვიტეს მთელი კლასის გოგოები ვეუნდავებიNეტ და გსკოლის გარეთ გვიცდიდნენ სანამ არ გავიდოდით მაგრამ რატომღაც ყველას გვეშინოდა გასვალ და არ გავდიოდით მაგრამ შემდეგ მე გადავწყვიტე რომ ბიჭებისათვის ერთ შეთავაზება წამეყენებინა გაეშვათ ყველა გოგო ხელუხლებელი და მარტო მე ვეგუნდავებინე რაზეც დიდი სიამოვნებით დამთანხმდნენ და მთელი გოგოები გაუშვეს მე კი მძევლად ჩავბარდი 😀 მართალია თავი დავარტყი და ცრემლები წამომცვივდა მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვიყავი და ვარ ჩემი საქციელით.შეიძლება ეს გმირობა არაა მაგრამ რღაცის გაკეთებას რომ გაბედავ და გამოგივა ეს უფრო შეიძლება ჩაითვალოს გმირობად.ამიტომ მე ვფიქრობ ასეთი უმნიშვნელო მაგრამ ზოგიერთისათვის მნიშვნელოვანი საქმის და საქციელის გაკეთება ყველას შეგვიძლია ამიტომ მოდით ნუ დავზოგავთ თავს და გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები.ბოლოს კი თქვენთან მექნება კითხვა <<<>>>>>თქვენს გამოხმაურებას ვუცდი აბა ჰეე…♥♥♥

ალბათ სათაურის წაკითხვიდან გაიფიქრეთ რა ბანალურია ყველა ამაზე წერსო მაგრამ მე მაინც მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით . =)მინდა ასევე დაგეხმაროთ ჩემი რჩევებით დაგაგაცნოთ ისინი.თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვროთ ლაღად და ბედნიერად დილას სუფთა ჰაერზე ვარჯიში ძალიან კარგ შედეგს იძლევა ის არამარტო წონაში კლებისთვის არამედ ყველაფერს აუმჯობესებს!ასევე შეგვიძლია დავიწყოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვების ჭამა ჩვენ შეგვიძლია ასევე ნელ–ნელა ამოვიღოთ დღის რაციონიდან ბევრი ქონიანი და კალორიანი საკვები და შევეცადოთ მეტწილად ხილი და ბოსტნეული ვჭჭამოთ ასე ბევრად უკეთესად ვირძნობთ თავს =) კვლავ რჩევა––ლახტზე ხტუნაობა დღეში 10 წუთიც კმარა შედეგი სახეზე იქნება..=)ასევე ვფიქრობ რომ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდ გავლენას ახდენს სპორტი–არაააქვს მნიშვნელობა თუ სპორტის რა სახეობა იქნება ის მთავარია გამოვნახოთ ჩვენი ცხოვრებაში დრო სპორტისთვის და ვარჯიშისთვისვარჯიში მთავარია! თუნდაც დღეში 30 წუთი…ეს ყველაფერი ყველაზე კარგი მოზარდებისთვისაა რადგან ისინი ზრდის პროცესში არიან და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ სრულყოფილნი და ჯანსაღნი ვიყოთ.მე იმედი მაქვს რომ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ რამე კარგი დაგამახსოვრდათ რაც თქვენს ცხოვრებაში გამოგადგებათ.აბა თქვენ იცით ❤

გამარჯობათ ძვირფასო მკითხველნო! =) დიდი ხანია აღარ დამიწერია პოსტი ჯეომოზარდზე დღეს ალბათ პოსტის სათაურიდანვე მიხვდებით რომ მსურს ბიბლიოთეკებზე გესაუბროთ 🙂 ალბათ მეთანხმებით რომ ძალიან სასიამოვნოა როცა შენს ქალაქში არსებობს ისეთი ლამაზი ბიბლიოთეკა როგორიც ამ რამოდენიმე თვის წინ ჩემს მშობლიურ ქალაქ –ახალციხეში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა 🙂 მე ვფიქრობ რომ თითოეული ახალციხელი სიამაყით ივსება ჩვენი ბიბლიოთეკის გამო.ნამდვილად ლამაზი,კომფორტული და მიმზიდველია პირდაპირ “მოგანდომებს” შიგ შესვლას და რამის წაკითხვას :)ასევე გვაქ სენსორებიანი კომპიუტერები რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ და გავეცნოთ სხვადასხვა ლიტერატურას ინტერნეტში.:)<a ასევე მოცემულ “სლაიდ შოუში” თქვენ ხედავთ მსოფლიოს 15 ულამაზეს ბიბლიოთეკას ეს უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრები აგებულია, როგორც ისტორიულ ასევე თანაედროვე სტილში, რომელსაც ასევე შეუძლია გადმოსცეს სხვადასხვა ეპოქის ისტორია თუ კულტურა. ამ ბიბლიოთეკებიდან ზოგიერთ მათგანში ძნელიც კია კონცენტრირება მოახდინოთ კითხვაზე, რადგან გარშემო ინეტერიერი ისე გამოიყურება, რომ წარმოუდგენელია არ დატკბეთ მათი თვალიერებით.ამიტომ ვფიქრობ რომ ნამდვილად “კარგი ბიბლიოთეკეი” ყველა ქალაქში აუცილებლად უნდა არსებობდეს რამოდენიმე თუ არა ერთი მაინც :)<a

This slideshow requires JavaScript.

მოგესალმებით ჩემო ერთგულო მკითხველნო აიი დადგა მარტის თვეც…;) სულ რამოდენიმე დღის წინ იყო დედის დღე და მინდა ყველა დედას მივულოცო.ასევე რამოდენიმე დღეში კი იქნება ქალთა საერთაშორისო დღე ამიტომ ამასაც წინასწარ გილოცავთ! =) პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ვინც კი ერთი პოსტი მაინც წაიკითხეთ და ჩემს გვერძე იაქტიურეთ ამჯერად თებერვლის თვეში :).მე თუ წარმატებას მივაღწევ ეს პირველ რიგში თქვენი დამსახურება იქნება.ძალიან მიხარია ჯეომოზარდს უკვე 1.115 მნახველი ყავს.მინდა მოგახსენოთ გამოკითხვების შედეგებიც =) კითხვაზე თუ რატომ გიზიდავთ მდიდრული ვიტრინები ყველაზე მეტმა 36%–მა უპასუხა რომ სილამაზის ვიტრინების და გაფორმების გამო.მაგალითები მოზარდების ცხოვრებიდან ნაწილ პირველში დასმულ კითხვაზე გამოკითხულთა 52%მა თქვა რომ უფროსი იყო დამნაშავე რადგან მისი მეთვალყურეობის გარეშე გაატანა ბავშვს მანქანის გასაღები.ხოლო ნაწილ მეორეში დასმულ კითხვაზე.75%–მა დააფიქსირა რომ ყველა იყო დამნაშავე. კვლავ და კვლავ დიდ მადლობას გიხდით პირველ რიგში იმისათვის რომ თქვენს აზრს მიზიარებთ.იმედი მაქვს მომავალ თვეშიც ასეთი სასიხარულო შედეგები გვექნება ;)) აბა ჰე…